რა გახდა ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი - შსს-მ მუხლი გადააკვალიფიცირა
რა გახდა ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი - შსს-მ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო.
იქამდე, უწყებამ ასევე ერთი პირის დაკავების შესახებაც დაადასტურა, რომელსაც ძალადობას ედავებიან, რამაც ფიზიკური სიკვდილი გამოიწვია.
ახლა გამოძიებამ უნდა უპასუხოს კითხვას, ფიგურირებდა თუ არა იგივე პირი დალი ელიზბარაშვილის გარდაცვალების საქმეში.
საგამოძიებო მოქმედებები, წესით, ბათუმში, იმ სასტუმროშიც გრძელდება, სადაც 40 წელს გადაცულებული ქალის ცხედარი იპოვეს.
საქმის სათანადო გამოძიების მოთხოვნა ჰქონდა დალი ელიზბარაშვილის ოჯახასაც, რადგან გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მკვლელობამდე აწამეს.
ვიცი, რომ მუხლი შეცვალეს და ჩემი შვილის მხარეს არის ეს... რავიცი ახლა რა იქნება მომავალში. დაისაჯოს, აბა, რა უნდა იყოს.ა სეთი ადამიანი გამოსაშვებია გარეთ? მოკვლის უფლება ჩემი შილის კი არა, არავის აქვს, ასეთი ადამიანი გარეთაც არ უნდა უყურებოდეს. ნეტავ სახრჩობელები არსებობდეს, რომ ასეთი მოძალადე ხალხი დაისაჯოს, - ამბობს ელიზბარაშილის დედა.
შეგახსენებთ, რომ საზარელი ფაქტი ბათუმში 26 იანვარს მოხდა. 42 წლის ქალი ერთ-ერთი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს