პროტესტი გუდაურში - პარაპლანისტები ფრენების აღდგენას ითხოვენ
გუდარუში ათაობით პარაპლანისტი აქციას მართავს. ადგილობრივების პროტესტი მტავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც უკვე რამდენიმე თვეა პარაპლანით ფრენა აიკრძალულია.
შეკრებილები ამბობენ, რომ სეზონზე ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. პროტესტის მონაწილეების პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. მათი ტქმით, თუ მოთხოვნებს არ დაკმაყოფილებენ, სასრალო ტრასებს გადაკეტავენ და სათხილამურო გონდოლებთან არავის მიუშვებენ.
დღეს შეკრების მიზანია, რომ ზამთრის პერიოდში, როდესაც სეზონი გაიხსნა, პარაპლანისტების ფრენა დაშვებული იქნეს მთსავრობის მიერ. ჩვენ დიდი ხანია უკვე, დაახლოებით 5-6 წელია ვითხოვთმ, რომ ყურდაღება მოგვაქციონ, სანამ ეს უბედური შემთხვევა მოხდებოდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ პარაპლანი ზამთარში გაიხსნას, იმიტომ, რომ ჩვენ დაპირება გვქონდა მთავორბისგან, რომ ზამტარში გაგვიხსნდნენ და შევძლებდით ფრენას. პარალელრ რეჟიმში, რეგულაციები და წესები მიღებული იქნებოდა, - ამბობს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც 6 თვის წინ პარაპლანით მფრინავის გადარჩენას მაშველების სიცოცხლე შეეწირა.