ტრაგედია სამტრედიაში - სახურავიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა
სამტრედიაში მუშა დაიღუპა. შუახნის კაცი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. ის სტიქიით დაზიანებული სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მჯუხლით დაიწყო.
მე დავინახე ჩემი თვალით, რომ გადმოვარდა და დაეცა აგერ. ჩამოდიოდა, თოკი ჰქონდა მობმული, ის თოკი შეიხსნა, ბოლოში იყო უკვე, ამთავრდებდა უკვე და ჩამოდიოდა და ორნი, მაგასთან ერთად ვინც მუშაობდა, ისინი უკვე ცამოსულები იყვნენ. ის ჩამოდიოდა, მოუცურდა ფეხი და გადმოვარდა ასე, ზურგით. სასწრაფომ დააგვიანა ნახევარი საათი... რომ ჩამოვარდა სუნთქავდა ცოტა, - ამბობს თვითმხილველი.