ტყიბულის 8 სოფელში გაზის მილები გაიყვანეს, თუმცა მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

29.01.23 12:24
ტყიბულის 8 სოფელში გაზის მილები გაიყვანეს, თუმცა მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს გაზი არ მიეწოდება. გაზის მილები გაყვანილია, თუმცა ბუნერივი აირს იქ ვერ უშვებენ.

"აი ფაქტის" მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ადგილობრივი მთავრობა ტყიბულიდან მოსახლეობას გაზის წლის ბოლომდე შეყვანას ჰპირდებოდა, თუმცა ახლა ეუბნებიან, რომ ბუნებრივ აირს წნევა არ ჰყოფნის.

პასუხისმგებელი სამუშაოებზე საქართველოს გაზის ტრანსპრტირების კომპანიაა, რომლის ასპროცენტიანი წილიც ეკონომიკის სამინისტრო ეკუთვნის. სწორედ ამ კომპანიამ ჩაატარა ტენდერი ჯერ კიდევ 2021 წელს, რომელიც შპს "ინტერგაზმა" მოიგო და სამუშაოებიც დროულად შეასრულა.

შესრულებულ სამუშაოებს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომელმაც ხარვეზი ვერ დაადგინა, შესაბამისად, უცნობია, რატომ ვერ ხერხდება გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის.