სააკაშვილი უარს აცხადებს ინტრავენურად ენერგორესურსების მიღებაზეც, რამაც ჩვენი განგაში გამოიწვია - ზურაბ ჩხაიძე
"ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი" პირველებთან მის გუშინდელ განცხადებას განმარტავს და ამბობს, რომ ის არასწორად იქნა აღქმული.
მედიკოსის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ინტრავენურად ენერგორესურსების მიღებაზეც უარს აცხადებს, რაც ექიმების გუშინდელი განგაშის მიზეზი გახდა.
ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა ასეთია: ტემპერატურული რეაქცია წუხელ საღამოს არ აღენიშნებოდა, რამემ ჩაიარა მშვიდად. წონა დილისთვის, პაციენტის, არის 69 და 100 გრამი. მაგრამ რაც შეეხება საკვების მიღებას და ჩემი ჩართვის ძირითადი მიზანი რა არის: მე გუშინ გავაკეთე განცხადება და ჩემი გუშინდელი განცხადება არა მხოლოდ საკვების მიღების, კვების კალორაჟის შემცირებას პაციენტის მხრიდან. მე ასევე ვისაუბრე პარელიტარულ კვებაზე, დავასახელე ინფუზიური თერაპია. ეტყობა, ეს არ იქნა სწორად აღქმული ან ვერ იქნა აღქმული და აი, ამ პარიტერალურ კვებაზე უარის თქმამ გამოიწვია ჩვენი ეს განგაში. გასაგები რომ იყოს, რა იგულისხმება ამ პარიტერალურ კვებაში, ეს არის ნაწლავის გვერდის ავლით ენერგო რესურსების მიღება ადამიანის ორგანიზმის მიერ. მე ახლაც ვსვამ კითხვას, მე მესმის ქალბატონი გიულის, როგორც თვითონ განაცხადა, რმ ვერ იღებს საკვებს და ა.შ. საკვების ვერმიღება, შემცირება კალორაჟის ერთია, მაგრამ რა დუგას წინ ვენაში, ინტრავენურად გადასხმის ჩატარებას?
ენერგორესურსებზე, რაც შეთავაზებულია, თვითონ ამბობს უარს. ამით განვაცხადე მე, რომ იქნებ დაელაპარაკონ და განაცხადოს თანხმობა. იძულებითი წესით მკურნალობა არსად არ არის მიღებული და არც ჩვენს კლინიკაში, - თქვა მედიკოსმა "პირველებთან"
"ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ასევე, ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ექიმი ყველაფერს მისი შვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ.
ასევე, მინდა გამოვეხმაურა, დღეს მოვისმინე, ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით. პირველ რიგში, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა მის მიმართ, როგორც ექიმის, როგორც მამის, როგორც ადამიანის მიმართ. მე მესმის მშობლების მდგომარეობა, მაგრამ ბატონი ნიკა კოლეგაა, ექიმია და მას, დარწმუნებული ვარ, ესმის, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდამხოლოდ მისი შვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მე იმედი მაქვს, რომ ბატონი ნიკა ამას აღიქვამს ისე, როგროც ექიმი და როგორც საჭიროა, - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.