სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სკანდალში ეხვევა - რას ამბობს სააკაშვილის ადვოკატი

29.01.23 16:05
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სკანდალში ეხვევა - რას ამბობს სააკაშვილის ადვოკატი

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სკანდალში ეხვევა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასკვნის დასკვნაზე მომზადებულ დოკუმენტს ხელს ის ორი ექსპერტი აწერს, რომელთა გვარებიც ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. საუბარია ეკა ჩავლეიშვილსა და კონსტანტინე ცქიტიშვილზე. 

სააკაშვილის ადვოკატი ეჭვქეშ სწორედ ამ ორი ექსპერტის კეთილსინდისიერებას აყენებს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ექსპერტებმა ჯერ დაწერეს, რომ ვალერი გელაშვილს მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა, შემდეგ კი დასკვნა შეცვალეს და ის "ქართული ოცნების" გამოძიების საჭიროებებს მოარგეს, რათა ბრალი მიხეილ სააკაშვილისთვის წარედგინათ.

ჩვენ ახლა ვითხოვთ, ერთ-ერთი არის გელაშილის ცემის საქმეზე სასჯელის გადავადება. გელაშვილზე, როდესაც პირველად ცაატარეს 2014-ში ექსპერტიზა, ექსპერტებმა გასცეს დასკვნა, რომ მას ჰქონდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება თავის არეში. როგორც ცანს, ეს გამოძიებას არ მოეწონა, იმიტომ, რომ მაშინ, გამოდიოდა, სააკაშვილის 3 წლამდე სასჯელი უნდა შეეფარდებინათ, არადა, სჭირდებოდათ 5 წელი მძიმე კატეგორიაში რომ გადასულიყო. თავიდან ჩაატარეს ექსპერტიზა და ამ ექსპერტიზაში მიიღეს უკვე მონაწილეობა ბატონმა კონსტანტინე ცქტიშივილმა და ქალბატონმა ეკა ჩავლეიშვილმა ბალტიისპირებ ექსპერტთან, რომელსაც ნებართვა არ ჰქონდა. სულ რამდნეიმე თვეში აღმოჩნდა, გელაშვილის უკვე მსუბუქი დაზიანება კი არა, უკვე მძმე ხარისხის...ანუ სამხარაულმა უკვე თავის საწინააღმდეგო დასკვნა დადო და ეს ორი ბატონი იღებდა მონაწილეობას ამ დასკვნაში. ესენი არიან ახლა სააკაშვილის, აი, აი დასკვანს ეს ქალბატონი და ბატონი აწერენ ხელს... ანუ ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც მოქმედებს შეთანხმებულად, ორგანიზებულად და დანაშაულებრივად. ცილება მოხდეს ამ ექსპერტების და თავად ექსპერტიზის დასკვნა არ დაერთოს საქმეს როგორც მტკიცებულება, - თქვა ხაჭაპურიძემ.