რუსების საეჭვო საქმიანობა თბილისში - კორუფციის მკვლევარები საფრთხეებზე საუბრობენ
რუსების საეჭვო საქმიანობა დედაქალაქის ცენტრში -კორუფციის მკვლევარები გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ აქვს თუ არა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ადგილი ფულის გათეთრებას და სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობას.
სპეციალისტების ფიქრობენ, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა, რომლებიც რუსებს ფინანსური ოპერაციების განხორციელებაში ეხმარებიან, უნდა გააცნობიერონ, რომ შესაძლოა, სანქციების მსხვერპლი თავადაც გახდნენ.
ის, რომ გამოძიება დაიწყება, ამას არანაირად არ ველოდებით, რადგან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ერთი წლის წინ, რომ საქართველო რუსეთს არ უწესებს არანაირ სანქციებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტები, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულები, ამ ადამიანებმა გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად არ იციან, ვის ფულს და რა ფულს ათეთრებენ. სტუდეტები, შესაძლებელია, რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოჩდნენ ისეთი პრობლემის წინაშე, რომ ამ ადმაინებმა ფიზიკურად ვერ შეძლონ საზღვარგარეთ წასვლა ან ევროკავშირის რომელიმე სასწავლებლებშ სწავლის გაგრძელება, - ამბობს ბესო დონაძე.
შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო გვერდის ავლა.