როდის აღდგება პარაპლანით ფრენები - პროტესტის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას

29.01.23 20:26
როდის აღდგება პარაპლანით ფრენები - პროტესტის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას

პარაპლანისტების ულტიმატუმი ხელისუფლებას - თუ ექსტრემალურ ბიზნესში ჩართულებს ფრენის უფლებას არ მისცემენ, გუდაურში გონდოლა გაჩერდება,  სასრიალო ტრასები გადაიკეტება და ტრანზიტულ გზაზე გადაადგილებას ვერცერთი ავტომობილი ვეღარ შეძლებს.

უკვე ექვსი თვეა პარაპლანისტეი ხელისუფლებსგან კონკრეტულ დირექტივებს ელოდებიან. საუბარია რეგულაციებსა და წესებზე,რომელტა დაცვითაც პარაპლანისტებმა უნდა იფრინონ.  ამის მიუხედავად, პასუხი ჯერ ისევ არ არის.

სათხილამურო კურორტზე სასრიალოდდ ასული ტურისტები დღეს იძულებულები გახდნენ სასტუმროებში გამოკეტილიყვნენ.სამგზავრო საბაგირო მთელი დღე ერთ წრეზე ცარიალი ტრიალებდა.

პროტესტის ჩასახშობად გუდაურში ყაზბეგის მერი გაუშვეს, მაგრამ პარაპლანისტებთან მოლაპარაკება არ შედგა.

გუდაურის პროტესტოს შესახებ უფრო ვრცლად ნახეთ საბა სიწინავას რეპორტაჟში.