რუსული ოფისის ფინანსური მაქინაციები საქართველოში - ხელისუფლება დუმს

29.01.23 20:00
რუსული ოფისის ფინანსური მაქინაციები საქართველოში - ხელისუფლება დუმს

24 საათი შაბათის ეთერის ხმაურიანი  ჟურნალისტური გამოძიებიდან და არცერთი განმარტება. დედაქალაქის ცენტრში რუსული ოფისის "საქმიანობასთან" დაკავშირებით ხელისუფლება ამ დრომდე განმარტებებს არ აკეთებს. ჯერ ისევ არცერთ უწყებას არ უთქვამს, ოკუპანტების რა ფარული ფული ბრუნავს საქართველოში. 

"პირველების" კამერასთან დღეს ოფისის რუსმა მფლობელმა დაადასტურა, რომ დღეში სულ  მცირე 180 ათასი ამერიკული დოლარის გაანაღდება ხდება. ჯერ ისევ ვერავინ ადგენს, ეს ფული რუსულ სანქცირებულ კომპანიებს ეკუთვნით თუ  კერძო პირებს.

პეკინზე გახსნილ რუსების ოფისთან დღეს პოლიცია იყო მობილიზებული. რუსეთი მოქალაქეებს ქართველი სამართალმდაცველები "ტვ პირველისგან" იცავდნენ.

"პირველების" გადამღებ ჯგუფზე დღეს მუქარაც იყო და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაც. 

ვინ მფარრველობს რუსეთის მოქალაქეებს და არის თუ არა ეს ფულის გათეთრება ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.