მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა

30.01.23 12:31
მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა.

სასულიერო პირი 2 კვირის წინ, მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. ის სხეულის 44%-იანი დამწვრობით თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული: 

დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები," - ნათქვამია  ქუთაის-გაენათის ეპარქიის განცხადებაში.