დღეიდან სასაფლაოებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
სასაფლაოებზე დაწესებული შეზღუდვები დღეიდან მოხსნილია. საფლავზე მისვლა მოქალაქეებს დღეს დილიდან შეუძლიათ. შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში 1 მაისიდან მოქმედებდა. შეზღუდვების დროს სასაფლაოზე გასული მოქალაქეები 2 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.
სასაფლაოზე გასვლისთვის აღდგომას რამდენიმე აქტივისტი დააკავეს და დააჯარიმეს. დაჯარიმდა ასევე მოქალაქე, რომელმაც საფლავზე გასვლის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.