რძალი დედამთილს აივნიდან გადაგდებაში ადანაშაულებს - რა მოხდა ხულოში

30.01.23 13:15
რძალი დედამთილს აივნიდან გადაგდებაში ადანაშაულებს - რა მოხდა ხულოში

ხულოში რძალი დედამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. ქალი TV25-თან ამტკიცებს, რომ დედამთილმა სახლის მეორე სართულიდან გადააგდო, რი შედეგადაც დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა სოფელ წაბლანაში მოხდა. ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს არის ჩანიშნული.