დარღვეული რეგულაციები ოზურგეთში - მეტადონის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები დახმარებას ითხოვენ

05.05.21 12:10
დარღვეული რეგულაციები ოზურგეთში - მეტადონის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები დახმარებას ითხოვენ

დარღვეული რეგულაციები ოზურგეთის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის ცეტრში - მეტადონის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები დახმარებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ნარკოლოგიის ცენტრში, სადაც ისინი ყოველ დღე მიდიან, სოციალურ დისტანციას არავინ იცავს.

ადგილზე ტვ პირველის გადამღები ჯგუფის გამოჩენამ პროგრამაში მონაწილე პირების აგრესია გამოიწვია. აგრესიული იყო თავად ცენტრის ხელმძღვანელიც. მისი თქმით, გარე პერიმეტრზე სოციალური დისტანციის დაცვის გაკონტროლება მისი პრეროგატივა არ არის. 

დისტანცია მათ უნდა დაიცვან და დააჯარიმებს საპატრულო პოლიცია. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, შიგნით, სტაციონარში მოვემსახუროთ პაციენტებს. ვაფრთხილებთ, მეტს ვერაფერს ვაკეთებთ, - ამბობს ნარკოლოგიის ცენტრის დირექტორი.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა  უკვე დაიწყო.