ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტს მედიცინის დოქტორი, პედიატრი გიზემ ზენგინ ირსო შეუერთდა
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტს მედიცინის დოქტორი, სტამბოლის კლინიკის მედიკალ პარკის ონკოკოჰემატოლოგი, პედიატრი გიზემ ზენგინ ირსო შეუერთდდა.
როგორც კლინიკაში ამბობენ, ზენგინ ირსოს 14 წლიანი გამოცდილება აქვს:
"ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტს შემოუერთდა მედიცინის დოქტორი, სტამბოლის კლინიკის მედიკალ პარკის ონკოკოჰემატოლოგი, პედიატრი გიზემ ზენგინ ირსო შემოუერთდა. ექიმ გიზემ ზენგინ ირსოს 14 წლიანი გამოცდილება აქვს პედიატრიული ონკოლოგიის, ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მიმართულებით.
ბავშვთა ონკოლოგიის, ჰემატოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტი თსსუ-სა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების , საუნივერსიტეტო კლინიკაში 2022 წლის ნოემბერში გაიხსნა. დეპარტამენტის შექმნის მოსამზადებელი პერიოდი გაგრძელდა წელიწადზე მეტ დროს.კლინიკის ხელმძღვანელობის მთავარ გამოწვევად იქცა ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დარგის განვითარება. შესაბამისი ინფრასტრუქტურული ჯაჭვის აწყობა და სპეციალისტების გუნდის შექმნა, რომელიც ყველაზე მწვავე საკითხად იდგა.
დეპარტამენტის გახსნის აქტუალურობა განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული ვითარებით. ცალსახა გახდა აუცილებლობა იმისა, რომ ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს ქვეყნიდან გაუსვლელად მიეღოთ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება ყველა სტანდარტის და დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინებით გათვალისწინებული პროტოკოლების მიხედვით. მოზრდილებში აღნიშნული მიმართულება კლინიკაში შექმნილია 2016 წლიდან და შესაბამისად ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური,სისიხლის ბანკი,ბავშვთა რეანიმაციის, პედიატრიის, ქირურგიის და ყველა მომიჯნავე პროფილის მიმართულებები გამართულად ფუნქციონირებს. დამატებით გამოიყო სრულიად ახალი სივრცე, რომელიც პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს და აღიჭურვა ყველა საჭირო აპარატურით. ჩამოყალიბდა ბავშვთა ონკოლოგიისა, ჰემატოლოგიისა და იმუნოლოგიის 40 საჭოლიანი დეპარტამენტი. ქართველ სპეციალისტთან ერთად გრძელვადიანი კონტრაქტით კლინიკაში თურქი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც სამუშაო რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს. ამავდროულად რამდენიმე სპეციალისტი გაგზავნილია საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
☎️კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 205 05 00
📞შიდა ნომერი: 207"- წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
NS