მოსალოდნელია, პოლიორგანული უკმარისობა, რასაც გულის უკმარისობა მოჰყვება - ენდოკრინოლოგი სააკაშვილზე
მოსალოდნელია, პოლიორგანული უკმარისობა, მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ორგანოების გათიშვა დაეწყოს, საბოლოოდ, კი ყველაფერი გულის გაჩერებით დასრულდეს - ეს ჩვენება სასამართლოს "ემპათიას" ექსპერტმა მისცა.
ლალი ჯავაშვილის შეფასებით, ამ მდგომარეობადე მესამე პრეზიდენტი არაჯეროვანი მკურნალობის გამო მივიდა.
"პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის არის არა მძიმე, ან საშუალოდ მძიმე, არამედ უკიდურესად მძიმე", - ამბობს ექიმი ენდოკრინოლოგი.
ექსპერტის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს აქვს კახესიური მდგომარეობა.
ლალი ჯავაშვილის თქმით, სააკაშვილი დღეს 69 კილოგრამია და დაკავების შემდეგ 45 კილოგრამი აქვს დაკარგული.
ნამდვილად, ჩვენ დღეს საქმე გვაქვს კლინიკურ მალაბსორბციასთან და კახექსიასთან. როცა ის მოხვდა ციხეში, მისი წონა იყო 115 კგ, დღეს პაციენტის წონა არის 69 კგ, წონის განსხვავება არის 45 კგ. ეს 45 კგ საწყისი წონის 39.3%-ია. რატომ იკლებს პაციენტი წონაში, დღეს უკვე ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დადგა ფაქტი, როცა ჩვენ გვაქვს წონის ისეთი ხარისხის კლება, რომელსაც ავტომატურად ეწოდება კახექსია, მძიმე კახექსია.
ყველა გაიდლაინით წონის 30%-ზე მეტის კლება არის კახექსია. არ აქვს მნიშვნელობა სჯა-ბაასს, ჩვენ გვაქვს ნამდვილად კახექსიური მდგომარეობა!“ - განაცხადა ენდოკრინოლოგმა ლალი ჯავაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ ჭამს. მისივე განცხადებით, "სუიციდის გამო საჭმლის არმიღება გამორიცხულია“.
ჩვენ ნამდვილად გვაქვს კახექსიური მდგომარეობა. არ ჭამს თუ ვერ ჭამს, მე სულ მიმაჩნდა რომ პაციენტი ვერ იკვებება, რადგან მას მთელი რიგი გარემოებები უშლის ამაში ხელს. კახექსიური მდგომარეობა არის იქამდე მისული, რომელიც ალბათ რამდენიმე დღეში გამოწვევს პოლიორგანული უკმარისობის დაწყებას. ამ ყველაფერს ჰქვია უკიდურესად მძიმე", - ამბობს ლალი ჯავაშვილი.