მეფე, რომელიც ამ სისტემას ხელმძღვანელობს, აუცილებლად გაშიშვლდება - ნიკო კვარაცხელიას დედის პასუხი ძმებ კაკულიებს
ნიკო კვარაცხელიას დედის პასუხი ძმებ კაკულიებს - შვილმკვდარ ქალს უკვირს, რატომ გახდა ის ბრალდებულების დღეს მიმართვის ადრესატი, როცა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ძმები კაკულიები მკვლელობის საქმეზე დაკავებულებმა - აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ დაასახელეს.
ვერაზე მოკლული ბიჭის დედა, იზა ომაძე ამბობს, რომ "მეფე აუცილებლად გაშიშვლდება".
ისინი არ შეიძლება, ჩემი შვილის მტრები იყვნენ, ამიტოიმ მათი მიმართვა მე არ მეკუთვნის, ეკუთვნის კავილაძის ოჯახს, რომელიც ერთი წელი და ოთხი თვეა, შვილის უდანაშაულობას ამტკიცებენ და ხელს ადებენ კაკულიებს.
ხშირად გჟღერდა, რომ რაღაცები ლაგდება - ნიკოს ოჯახთან არასდროს არაფერი დალაგდება. ბოლომდე ვინრძოლებ. მეფე, რომელიც ამ სისტემას ხელმძღვანელობს, აუცილებლად გაშიშვლდება"- ამბობს იზო იმაძე.
ნიკო კვარაცხელიას დედის თქმით, მკვლელობის დაკვეთის შესახებ პოლიციასთან სწორედ გიორგი კავილაძემ განაცხადა.
მათ შესახებ მე ინფორმაცია გავიგე იმ მასალებიდან, რომელიც ჩვენ პროკურატურამ მოგვცა. იმ მასალებიდანაც კი ყველა ფურცელზე მტკიცდება მათი მონაწილეობა. ესეიგი ვითაცას აწყობდა, რომ ჩვენ შორის მტრობა არსებობდეს. მე ვამბობ, თუ ძმები კაკულიები დამნაშავეები არ არისნ ნიკოს ნაწილში, დაე, გამართლდნენ, მაგრამ მაინტერესებს რას ნიშნავს ის 10 000-ობით ფურცელი, სადაც შავით-თეთრზე წერია მათ შესახებ"- ამბობს ნიკოს დედა.
შეგახსენებთ, ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად.
ძმების მტკიცებით, სერგი ქურთიაშვილისა და გიორგი კაჭკაჭაშვილის მკვლელობის დაჭრასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ბრალდებულებმა სასამართლო დარბაზიდან მიმართეს ნიკო კვარაცხელიას ოჯახსაც. ძმების მტკიცებით, მათ 20 წლის პროგრამისტის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონიათ.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაცხრილეს. სასტიკი დანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავა.
სასამართლომ აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.