სახლთან მანქანის გაჩერების გამო ქუთაისში კაცი ცემეს
დაპირისპირება ქუთაისში - ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მანქანის დაყენების გამო ავტომობილის მძროლს ადგილობრივი მოსახლე ნაჯახით გაეკიდა და ლურსმნიანი ჯოხით სცემა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ის ბავშვთა ცენტრის, "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის", თანამშრომელია.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.