კვარაცხელიას მკვლელობა არ შეგვიკვეთავს - ძმები კაკულიები მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს უარყოფენ

30.01.23 19:32
კვარაცხელიას მკვლელობა არ შეგვიკვეთავს -  ძმები კაკულიები მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს უარყოფენ

მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა ძმებმა, გურამ და დავით, კაკულიებმა დუმილი დაარღვიეს. სასამართლოს ვერდიქტამდე ცოტა ხნით ადრე,  განსასჯელებმა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს.  

პროცესზე კაკულიების მიმართვის ადრესატი იყო ნიკო კვარაცხელიას ოჯახი. ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ მათ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა არ შეუკვეთავთ. 
კაკულიები მათ წინააღმდეგ არსებულ ყველა ბრალდებას უარყოფენ. აცხადებენ, რომ არც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდნენ და არც  სერგო ქურთიაშვილის მკვლელობა უცდიათ.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.