ხმაურიანი პროცესი ბათუმში - ახალგაზრდა ქალი ქმრის ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს

30.01.23 20:37
ხმაურიანი პროცესი ბათუმში - ახალგაზრდა ქალი ქმრის ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს

ხმაურიანი პროცესი ბათუმის სასამართლოში - ახალგაზრდა ქალი ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.  

სავარაუდო მსხვერპლი დღეს მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისტემატურმა ძალადობამ ის სუციდის  მცდელობამდეც კი მიიყვანა, სახლის მეორე სართულიდან გადახტა და სხეულზე დაზიანებები მიიღო.

მისი თქმით, ოჯახის წევრები ემუქრებოდნენ და თუ ძალადობის შესახებ ხმის ამოღებას გაბედავდა, შვილებს წაართმევდნენ.

სამართალდამცველებმა ქმარი დააკავეს. გამოძიება კი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით არის დაწყებული.