შეუძლებელია, გერმანიიდან იმართოს "ვივა მედის" უვიცი პერსონალი - ჯიშკარიანი სააკაშვილის გადაყვანას ითხოვს
მიხეილ სააკაშვილის პარენტერალურ მკურნალობაზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მესამე პრეზიდენტის ერთადეერთი გზა ახლა ეს არის, თუმცა ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ამის გამოცდილება არ აქვთ და კლინიკა "ვივა მედში" ამ პროფილის მედიკოსები არ მუშაობენ.
ჯიშკარიანი ამბობს, მნიშვნელოვანია მოხდეს პაციენტის დარწმუნება, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ცუდი გამოცდილება აქვს მკურნალობის, ამიტომ ექსპერტს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა გერმანიაში და სწორედ იქ მოხდეს მისი მკურნალობა.
მდგომარეობა არის საგანგაშო. კლინიკა "ვივა მედს" არ აქვს არანაირი გამოცდილება. როგორც ამიხსნა ჩემმა გერმანელმა კოლეგამ, ეს უნდა მოხდეს დატრენინგებული სპეციალისტების ჯგუფისგან, რომელსაც აქვს გამოცდილება. არა მარტო ექიმებს, არამედ მედდებსაც. ეს უნდა მიმდინარეობდეს ნუტრიციოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები და გამოცდილება. ასე ხდება ევროპაში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იქნება იგივე ექსპერიმენტების ტარება, როგორიც იყო რეფიდინკის დროს გორის ჰოსპიტალში. გეგმა ბ ეხება პარენტერალურ მკურნალობას, ჩვენ ვწყვეტთ საკითხებს, რომ ჩერთოს ამაში ჩვენი გერმანელი კოლეგა. ეს არის, ამ შემთხვევაში, სარეზერვო და გარდა ამისა, ძალიან სარისკო გეგმა, რადგან შეუძლებელია, გერმანიიდან იმართოს, ბოდიში მომითხოვია, "ვივა მედის" უვიცი პერსონალი. ვივამედის კლინიკას პაციენტის ნდობა აქვს დაკარგული იმ აფსურდული განცხადებებით, რომ გემრიელი საჭმელი ყოფილა მიზეზი ყოველგვარი დაავადების, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. ასეთი აფსურდული მდგომარეობიდან გამოსავალს ვხედავ მხოლოდ გადაყვანაში", - ამბობს ჯიშკარიანი.