მიშამ ღამით გონება დაკარგა და წაიქცა, მეეჭვება, მომდევნო კვირამდე გაძლოს - გიული ალასანია

31.01.23 11:48
მიშამ ღამით გონება დაკარგა და წაიქცა, მეეჭვება, მომდევნო კვირამდე გაძლოს - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. მესამე პრეზიდენტმა გვიან ღამით გონება დაკარგა, წაიქცა და ხელი დაიზიანა. ამის შესახებ გიული ალასანიას ექიმებმა უთხრეს. 

დაპატიმრებული პრეზიდენტის დედა უკვე შევიდა შვილის საკნად ქცეულ პალატაში. 

ალასანიას ეეჭვება, რომ მისმა შვილმა მომდევნო კვირამდე გაძლოს.

გონების დაკარგვის ეპიზოდი განმეორდა. გუშინ იყო და ხვალ იქნება კიდევ ახალი პროცესი. მაგრამ მე არ ვიცი რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. იმიტომ, რომ არ ვიცი ეს ადამიანი როდემდე გაძლებს. ძალიან მეეჭვება მომდევნო კვირამდე გაძლოს მან ასეთ მდგომარეობაში. ეს „მომდევნო კვირა“ აღარ დაილია. მაქვს სურვილი, რომ ვენების დახმარებით მოხდეს საკვები დანამატების მიღება. სააკაშვილი  გამოუცდელობის გამო ამბობს უარს ამაზე. როგორც ჩანს, მიზეზი უნდობლობაა, ზუსტად არ ვიცი. მე ვაპირებ მასთან ამ თემაზე საუბარს", - ამბობს ალასანია.