ხვალიდან ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება
1-ელი თებერვლიდან, მანქანის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. მსუბუქი ავტომობილებისთვის, მსუბუქი სატვირთოებისა და მსუბუქი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ეს თანხა 20 ლარით, ხოლო სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებზე 30 ლარით განისაზღვრა.
ჩამონათვალი ასეთია:
- მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 – კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) – 30 ლარი;
- მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) – 20 ლარი;
- ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) – 15 ლარი.
ამ დრომდე მოქმედი კანონის თანახმად, ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლიდა, მას 30-დღიანი ვადა ეძლეოდა ხარვეზების გამოსასწორებლად და ამ პერიოდში მათთვის განმეორებითი ტექინსპექტირება უფასო იყო.
ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო.