დევნა პოლიტიკური ნიშნით, ზეწოლა ოპოზიციურ მედიებზე, დაკავებული მედიამენეჯერები - HRC- ის წლიური ანგარიში
დევნა პოლიტიკური ნიშნით, ზეწოლა ოპოზიციურ მედიებზე და დაკავებული მედიამენეჯერები - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" საგანგაშო ანგარიშს აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მოხვდა საქართველოს ხელისუფლების დაძაბული ურთიერთობა უკრაინასთან, ასევე ,,ოცნების" მიერ ორგანიზებული ანტიდასავლური პროპაგანდის კონკრეტული ფაქტებიც.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ანგარიშშია, ეს არის ომი უკრაინაში. საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რამაც დაძაბა ურთიერთობა უკრაინასთან.
ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს კონფლიქტი საქართველო-უკრაინის ხელისუფლებას შორის.
შემაშფოთებელია ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული რიტორიკა ,,ოცნების" მხრიდან.
ძალიან შემაშფოთებელია ნიკა გვარამიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინაღმდეგ აღძრულ და მიმდინარე საქმეებში არსებული დარღვევები.
ფაქტობრივად, გვარამიას საქმე არანაირად არ უნდა იყოს სისხლის სამართლის კუთხით წარმოებული. ასევე ვხედავთ არასათანადო მოპყრობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.
2022 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საუბარია ასევე ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილ შემთხვევებზეც. იურიტები პირდაპირ ამბობენ, რომ ძალოვანი უწყებები ფემიციდის ფაქტების პრევენციას ვერ ახდენენ.