სააკაშვილის სიმაღლეს 2 სანტიმეტრი მოაკლეს, სჭირდებათ, რომ პარამეტრები დაიჭირონ - ხაბეიშვილი

31.01.23 16:06
სააკაშვილის სიმაღლეს 2 სანტიმეტრი მოაკლეს, სჭირდებათ, რომ პარამეტრები დაიჭირონ - ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უსწორდებიან და სწორედ ამიტომ არ გადაჰყავთ რეანიმაციაში. 

ხაბეიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სიმაღლეს 2 სმ განგებ ჩამოაკლეს, რომ პარამეტრები დაიჭირონ.

მას უსწორდებიან და არ გადაჰყავთ რეანიმაციაში. 
გავეცანი დოკუმენტაციას და პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლეს 2 სმ მოაკლეს. მიშა არის 1მ და 94 სმ და 68 კგ. ახლა არის 1მ და 92 სმ. ეს ორი სმ სჭირდებათ, რომ პარატმეტრები დაიჭირონ. არადა ეს ადამიანი არის კრიტიკულს ზღვარს ქვემოთ. ის უნდა გადაიყვანონ რეანიმაციაში.
ივანიშვილმაც და „ოცნებმაც“ უნდა იცოდნენ, რომ ნაციონალებისთის ეს თემა იქნება ნომერ პირველი. არანაირის სხვა პოლიტიკა არ განიხილება, მაშინ, როცა სააკაშვილს კლავენ ციხეში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ფიზიკური მობილიზაციიდან დაწყებული და იცოდნენ, რომ მათ შეექმნებათ პრობლემა, თაამდებობის პირებს, ვინც სააკაშვილის მკვლელობას აწერენ ხელს", - ამბობს ხაბეიშვილი.