მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

05.05.21 13:34
მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. გომელაურის თქმით, აღნიშნული ინიციატივის მიზეზი გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებია.

ამაზე ვმუშაობთ. მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

 

მსგავსი სიახლეები