მოგიგზავნით ქურდებს, დედას გიტირებთ - მუქარა პუტინის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდის გამო
მუქარა, შანტაჟი და ზეწოლა პუტინის გამო - საპირფარეშოს ქაღალდზე დატანილი პუტინის გამოსახულება გორში დაპირისპირების მიზეზი ხდება. სამიზნე ერთ- ერთი რეტორნის მფლობელია, რომელმაც პუტინის გამოსახულებით ფოტო მასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სოსო ბაბაევი ამტკიცებს, რომ მას კონკრეტული პირები ფოტოს გავრცელებიდან მალევე აშანტაჯებენ და პუტინის გამო საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდების ჩარევითაც ემუქრებიან.
"ზოგი ქურდებით იმუქრება, ზოგი პოლიციით, ზოგი ჩხუბით. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, რადგან ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. პუტინი არის ქალების და ბავშვების მკვლელი", - ამბობს ბაბაევი.
მუქარის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ქალი. სწორედ ქალბატონი ემუქრებოდა ბაბაევს რესტორნის დახურვით და საქმეში კანონიერი ქურდები ჩართვით.
"ცოტა აზრზე მოდით, მართლა არ აგიწიოკდეთ ოჯახები. მოგიგზავნით ქურდებს, დედას ვუტირებ მაგ რესტორანს, მარტო თქვენ კი არა. სწორედ პოლიციას ვატირებინებ თქვენს თავებს'" - ამბობს ემიგრანტი.