32 წლის ბიჭის მკვლელობა კარბში - 70 წლის პენსიონერი ქალი ვერდიქტის მოლოდინშია

01.02.23 11:10
32 წლის ბიჭის მკვლელობა კარბში - 70 წლის პენსიონერი ქალი ვერდიქტის მოლოდინშია

70 წლის პენსიონერი ქალი ვერდიქტის მოლოდინშია - 32 წლის ლევან გვიმრაძის მკვლელობისთვის დაკავებულ ხანდაზმულ ქალს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოუტანონ.

სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

საზარელი დანაშაული, რის გამოც პენსიონერი ციხეში აღმოჩნდა, გორში, სოფელ კარბში, მოხდა.

გარდაცვლილის ოჯახი დაკავებულის უმაცრესად დასჯას ითხოვს.

ვთხოვთ, როგორც შვილმკვდარი დედა, მივმართავ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ, რომ სამართალმა იზეიმოს - ამბობს გარდაცვლილის დედა

ლევან გვიმრაძის ოჯახი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა შემთხვევის დროს, დაზარალებული არიან ისინი, რადგან 33 წლის ბიჭი გვერდით აღარ ჰყავთ.

რაც არ უნდა მიზეზები იყოს, ვინ თოხი ჩაარტყა, ვინ ვინ წაიქცა, ათასი მიზეზები არსებობს, დაზარალებული მხარე ვართ ჩვენ. აგერ 33 წლის ბიჭი გვერდით აღარ გვყავს. იმედია, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ - ამბობს ოჯახი.

გამოძიების ინფორმაციით, 72 წლის პენსიონერმა მეზობელი მამაკაცი სარწყავი მილის გამო დაწყებული კონფლიქტის დროს ქვით მოკლა.