რა მოხდება მომავალში, არ ვიცი - ექსპერტების განმარტებით, გელათის ტაძრის რეაბილიტაცია დარღვევებით ხდება

01.02.23 13:49
რა მოხდება მომავალში, არ ვიცი - ექსპერტების განმარტებით, გელათის ტაძრის რეაბილიტაცია დარღვევებით ხდება

ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები და მეცნიერები ,,ტვ პირველთან" საუბარში აღნიშნავენ, რომ გელათის ტაძარში რეაბილიტაცია არასწორად მიმდინარეობს, არის დაშვებული შეცდომები. რაც შეეხება სკანდალურ დასკვნას, ისინი აცხადებენ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არიან და მათ ინტერესებში არ შედიოდა გელათის ტაძრის ექსპერტიზის გაყალბება.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში გელათში არის კედლის მხატვრობა. ფრესკების დაზიანება გამოიწვია არასწორად გაკეთებული სახურავიდან წყლის ჩაჟონვამ. ახლა შენობა სველია.

რა მოხდება მომავალში, არ ვიცი - ამბობს ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელი.

მეცნიერები  აცხადებენ, რომ არავის, არც ერთ მთავრობას, არ მისცემენ საშუალებას და უფლებას, დარღვევებით ჩაატარონ ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის რეკონსტრუქცია.

თეა წულუკიანის შურისძიება - კვლევითი ცენტრში, რომელმაც გელათის რეაბილიტაციის დროს დაშვებულ შეცდომებზე საგანგაშო დასკვნა მოამზადა, აუდიტის სამსახურს ელოდებიან.

სადამსჯელო ოპერაცია ჩუბინაშვილის ბიუროს წინააღმდეგ სავარაუდოდ წულუკიანმა დაგეგმა.