სააკაშვილს აქვს კახექსიის მეოთხე დონე, რაც სიმძიმით სიმსივნესთან არის შედარებული - ნევროლოგი სასამართლოზე

01.02.23 13:46
სააკაშვილს აქვს კახექსიის მეოთხე დონე, რაც სიმძიმით სიმსივნესთან არის შედარებული - ნევროლოგი სასამართლოზე

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს აქვს კახექსიის მეოთხე დონე, რაც სიმძიმით სიმსივნესთან არის შედარებული.

წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის, რასაც საბოლოოდ მძიმე შედეგი მოჰყვება.

კახექსია არ არის მხოლოდ შიმშილობა, ის არის წონაში კლებაც. კახექსია ძალიან მძიმე დავაადებაა. ეს მთლად შიმშილობის ბრალი არაა. თანდართულია ასევე ქრონიკული სიცხეები და ანემია.
მას აქვს მეოთხე დონე კახექსიისა, რაც სიმძიმით სიმსივნესთან არის შედარებული.

ეს სიცოცხლის ხანგრძლივობის მდგომარეობას მკვეთრად შეეხება", - ამბობს თენგიზ წულაძე.

თუ კახექსიას კრიტერიუმებით მივუდგებით, მეოთხე დონე გამოდის, რაც არის სიმსივნეებთან შეფასებული და არ არის შეფასებული ჩვეულებრივ ავადმყოფობებთან. მეოთხე დონის კახექსია სერიოზული განაცხადია, სიმსივნეების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს - მედიანური 4 თვე, ანუ მაქსიმუმ 8 თვე, თუმცა ეს კვლევები ძირითადად სიმსივნეებზეა ჩატარებული და სხვა პაციენტებზე ასეთი ტიპის კვლევები არ ტარდება. თუმცა კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა და სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.