თუ სააკაშვილი 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა მოკვდება - ექიმი სასამართლოზე

01.02.23 13:53
თუ სააკაშვილი 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა მოკვდება - ექიმი სასამართლოზე

თუ სააკაშვილი 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, ვეღარ გაუძლებს და მოკვდება - ამის შესახებ ექიმმა თენგიზ წულაძე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს, გადააჭარბებს სხეულის მასის ინდექსს და 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს. წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წონის კლება არის ის, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. კახექსია მარტო შიმშილობა არ არის. ესაა წონაში კლება. კახექსია ბევრ დაავადებებთან არის დაკავშირებული რომელიც ამ პაციენტს არ აქვს და პროტოკოლით თუ მივუდგებით, ეს მთლად შიმშილით არაა გამოწვეული. ესაა ანემია და ტემპერატურა, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კახექსია სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება“, - განაცხადა ექიმმა.

თენგიზ წულაძე მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას მეოთხე დონის კახექსიად აფასებს და ამბობს, რომ ეს დაავადება სიმძიმით სიმსივნეს უტოლდება. 

ბოლო მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი 68 კილოგრამს იწონის.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.