თუ სააკაშვილს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, თანახმა ვართ - "ვივა მედი"
"ვივა მედი" მზად არის, თუ მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რეანიმაციაში გააგრძელოს მკურნალობა, კლინიკა თანახმაა, თუმცა ზურაბ ჩხაიძე იქვე იმეორებს, რომ პაციენტის პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანისას არსებულ მდგომარეობას.
თუ პაციენტს სურს, რომ ეს მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად ამისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. მე რამდენადაც დღეს ვიცი, მას ამის სურვილი ნაკლებად აქვს - თქვა ჩხაიძემ.