თბილისის მერია რუსული Метровагонмаш-გან მეტროს ვაგონებს შეიძენს

01.02.23 14:56
თბილისის მერია რუსული Метровагонмаш-გან მეტროს ვაგონებს შეიძენს

თბილისის მერია მეტროს ვაგონებს რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს. გადაწყვეტილება მიღებულია. როგორც თბილისის ვიცე-მერმა გამოცემა BMG-ს განუცხადა, აღნიშნული კომპანია სანქცირებული არ არის და მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ფინანსური რისკები დაცული ყოფილიყო.

ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფასად ჩვენ ალტერნატიული მომწოდებლისგან ვაგონების შესყიდვას ვერ შევძლებდით და ტენდერში გათვალისწინებულ შემდეგ წინადადებაზე რომ გადავსულიყავით, შესყიდვა 30-35%-ით გვიძვირდებოდა, ვეცადეთ არსებულ მომწოდებელთან მოლაპარაკებები ისე დაგვესრულებინა, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დაგვეზღვია. ამ პირობებს მივაღწიეთ და ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან" შეთანხმდა ყოველი ეტაპი და თითოეული პუნქტი, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა. ამ კონტრაქტით დაიწყება ვაგონების დამზადება და ვიმედოვნებთ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება კონტრაქტის გათვალისწინებულ ვადაში მოხდება  - ამბობს ხმალაძე. 

რუსულმა კომპანიამ თბილისის მეტროს 172 მილიონის ღირებულების 44 ვაგონი უნდა მიაწოდოს.