ხმაური სააკაშვილის სასამართლოზე - მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანი დარბაზიდან გააძევა

01.02.23 17:12
ხმაური სააკაშვილის სასამართლოზე - მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანი დარბაზიდან გააძევა

ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე - მოსამართლე გიორგი არევაძემ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

მოსამართლემ თქვა, რომ ჯიშკარიანმა წესი დაარღვია და მოწმეს კარნახობდა, თუ რა უნდა ეთქვა. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პორცესი დღეს 12 საათზე დაიწყო და ამ დრომდე დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვით მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.