სასტიკი მკვლელობა საფრანგეთში - ელბრუს გარაჯაევი დაჩეხეს და ნაგავსაყრელზე გადააგდეს
სასტიკი მკვლელობა საფრანგეთში - მოკლულიც და სავარაუდო მკვლელიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ელბრუს გარაჯაევის დასახიჩრებულ ცხედარს ფრანგმა სამართალდამცველებმა 10 თვიანი ძებნის შემდეგ ნაგავსაყრელზე მიაგნეს. მკვლეობაში ბრალდებული დაკავებულია, თუმცა ცნობილია, რომ სისხლიან ანგარიშსწორებაში კიდევ 5 პირი მონაწილოებდა.
გარდაცვლილს 5 სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული. უკვე ცნობილია, რომ მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო.
გარაჯაევმა სწორედ ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა ბრალდებულთან ურთიერთობის გარკვევა, რასაც დაპირისპირება მოყვა. დავლალოვმა დახმარებისთვის მეგობრებს მიმართა და 32 წლის მამაკაცი დანებით დაჩეხეს. კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ქალაქ ნანტიდან 40 კილომეტრის დაშორებით ნაგავსაყრელზე დამარხეს და აგურები დააყარეს. გარდაცვლილის ავტომობილი კი დაწვეს.
პოლიცია დამნაშავეებზე მოკლულის მეუღლის ტელეფონის მეშვეობით გავიდა, სადაც ბრალდებულთან მიმოწერა ინახებოდა.
უფრო ვრცლად საფრანგეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.