წულუკიანის შტურმი მეცნიერებზე და საპატრიარქოს მწვავე პასუხი კულტურის მინისტრს

01.02.23 20:44
წულუკიანის შტურმი მეცნიერებზე და საპატრიარქოს მწვავე პასუხი კულტურის მინისტრს

თეა წულუკიანსა და საპატრიარქოს შორის დიდმა დაპირისპირებამ იფეთქა.  მას შემდეგ,  რაც ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერები კულტურის მინისტრმა არაპროფესიონალებად  და პოლიტიკურად ანგაჟირებულებად გამოაცხადა, მწვავე პასუხი წულუკიანს საპტარიარქოდან  გასცეს. მინისტრს უთხრეს, რომ  გელათის შესახებ კვლევა მათი დაკვეთით მომზადდა და ამ ყველაფერთან პოლიტიკა არაფერ შუაშია. 

გელათის ტაძრის შესახებ მომზადებული უმძიმესი დასკვნის  გასაჯაროვების შემდეგ ჩუბინაშვილის  სახელობის ცენტრში აუდიტორები შევიდნენ. ამ ფორმით  გადაწყვიტა წულუკიანმა შურისძიება იმ მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ  გელათი განადგურების პირას  კულტურის სამინისტრომ მიიყვანა, რადგან იქ სამუშაოები არასწორად ჩატარდა.
 

უფრო ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.