მკვლელობა და ძარცვა კრეტაზე - საბერძნეთში ქართველ მამა-შვილს ეძებენ

02.02.23 11:55
მკვლელობა და ძარცვა კრეტაზე - საბერძნეთში ქართველ მამა-შვილს ეძებენ

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცავები ქართველ მამა-შვილს ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 15 იანვარს ჭანიას დასახლებაში ერთ-ერთ სახლში 53 წლის კაცის გვამი იპოვეს. მამაკაცს წამების კვალი აღენოშნებოდა და გაგუდული იყო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით დანაშაულში ქართველი მამა-შვილი ფიგურირებს.

49 და 19 წლის ქართველებმა მამაკაცის მოკვლის შემდეგ მისი სახლიდან, ტელეფონი, ლეპტოპი და გაურკვეველი რაოდენობის თანხა მოიპარეს.