თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს - NDI
NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.
რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს:
1) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩაში, პარკში, ავტობუსისა და მეტროს გაჩერებებზე, კაფესა და რესტორანში) თავს ზოგადად დაცულად გრძნობენ - კაცების 71% ამ მოსაზრებას ეთანხმება, 24% არ ეთანხმება, რაც შეეხება ქალებს - 53% ამ მოსაზრებას ეთანხმება, 46% კი არ ეთანხმება.
2) როდესაც ჩემი შვილი ბაღშია/სკოლაში, დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოდაა - კაცების 18% ამ მოსაზრებას ეთანხმება, 6% არ ეთანხმება. ქალების 21% ამ დებულებას ეთანხმება, 14% კი არ ეთანხმება.
კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.