საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების ზრდაზე წუხს - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების ზრდაზე წუხს.
დოკუმენტის თანახმად წუხილი პროდუქტებსა და სერვისებზე ფასების ზრდის გამო გამოკითხულთა 77%-მა გამოთქვა, 21%-მა თქვა, რომ აწუხებს, მაგრამ ნაკლებად, ხოლო 1% თქვა, რომ სამკიტხი არ აწუხებს.
კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.