32 წლის ლევან გვიმრაძის მკვლელობა - ნაფიცმა მსაჯულებმა 70 წლის პენსიონერი დამნაშავედ ცნეს
32 წლის ლევან გვიმრაძის მკვლელობა - ნაფიცმა მსაჯულებმა 70 წლის პენსიონერ ქალს ვერდიქტი გამოუტანეს და დამნაშავედ ცნეს.
მარიამ ესტაფაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სიახლის სამართლის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამთენიისას, 5 საათზე გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 10 ივლის სოფელ კარბში, თანასოფლელებს შორის სარწყავ წყალზე დაწყებული უთანხმოება მსხვერპლით დასრულდა. მიყენებული დაზიანებებით ლევან გვიმრაძე 18 ივლისს კლინიკაში გარდაიცვალა.