ხალხი სიღარიბის ზღვარზე - რას ამბობენ მოქალაქეები
NDI-ს კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ხალხი სიღარიბის ზღვარზეა. მოსახლეობის აზრის მოსასმენად "პირველები" ქუჩაში გავიდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყანაში გაუსაძლისი გაჭირვებაა, რის გამოც ხალხი საქართველოდან ემიგრაციაში გარბის.
ძალიან ბევრია წასული ჩემი საახლობლოდან და ბევრი ფიქრობს კიდევ, რომ წავიეს. მთავარი მიზეზი უსახსრობაა.ის, რომ ამ ქვეყანაში ვერ ხერხდება ნორმალურად ცხოვრება, - ამბობს მოქალაქე.
გარემოვაჭრეები კი ფასების დარეგულირებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ხალხს პროდუქტის ყიდვა უჭირთ.
საერთოდ არ არის ვაჭრობა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხალხი. ხელისუფლება არაფერზე არ ფიქრობს. ხომ უნდა დარეგულირდეს ფასები? ხუთმაგად არის აწეული ფასები,- ამბობს მოვაჭრე.
კიდევ ერთი გარემოვაჭრე ყვება, რომ მოქალაქეები იმდენს საკვებს ვეღარ ყოდულობენ, რამდენსაც რამდენიმე წლის წინ.
ხელფასები ნაკლებია. ვერც პენსიონერი სწვდება რომ ირჩინოს თავი და ვერც საშუალო ფენა, ჩვენი ფენა. ერთ თავ ყველს რომ ყიდულობდნენ, ახლა მეოთხედს ყიდულობენ, რომ არ აქვთ. ზოგი მოდის და ენატრება ყველი და ვერ ყიდულობს, რომ საშუალება არ აქვს,- ამბობს ქალი.