საქართველოში სიღარიბემ იმატა - ეკონომისტები მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

02.02.23 17:30
საქართველოში სიღარიბემ იმატა - ეკონომისტები მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

NDI-ს ახალი კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხალხი სიღარიბის ზღვარზეა, ექსპერტები სრულად ეთანხმებიან. ეკონომისტები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობამ ადამანიაები კიდევ უფრო გააღატაკა.

გიგა ბედინეიშვილი თქმით, ბოლო წელიწადნახევარში ეკონომიკა მცირედით გაიზარდა, მაგრამ ეს მხოლოდ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები ხარჯზე. 

წლების განმავლობაში საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელში გვაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, დაბალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გვაქვს შესაძლებლობების სიმწირე, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. რა თქმა უნდა, ბოლო წელიწადნახევარია ეკონომიკურმა ზრდამ იმატა, მაგრამ რის გამო? იმიტომ, რომ ძირითადად, რუსეთიდან ჩამოვიდა დიდი რაოდენობით ხალხი და ფულს აქ ხარჯავს, მაგრამ ვისაც აქ აქვს ფიქსირებული ხელფასი, მათთვის ეს ყველაფერი გამოიხატა მხოლოდ ერთ რაღაცაში - ინფლაციაში, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.