რაღაცის ძებნის შთაბეჭდილებას ტოვებს - "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლი გაქურდეს

03.02.23 11:01
რაღაცის ძებნის შთაბეჭდილებას ტოვებს - "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლი გაქურდეს

ოზურგეთში "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახელი გაქურდეს. 

დარბეულია საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ჩამსხვრეულია პირველი სართულის ფანჯრები, დაზიანებულია ავეჯი. 

"სამი დღის წინ სახლში არ ვიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ იყო გაქურდული. მოვედით, პოლიციასთან ერთად გავაღეთ. აღმოჩნდა, რომ წაღებული იყო ტელევიზორი, ანტენა, რესივერი და დაკარგული იყო მეხსიერების ბარათიც. ჩავთვალე, რომ რიგითი ქურდობა იყო, საქმე აღიძრა, ვიცოდი, რომ პოლიციაც პატრულირებდა. და დღეს რაც ვნახე - არაფერი მთელი აღარაა დარჩენილი. რაღაცის ძებნის შთაბეჭდილებას ტოვებს. ვერ მივხვდი უთოს მხოლოდ სადენი მიაჭრა და დატოვო უთო და შესაერთებელი, რისთვის დასჭირდათ მხოლოდ უთოზე მოხსნილი კაბელები. არის კიდევ ისეთი ნივთები წაღებული, რაც მხოლოდ მე მეკუთვნის და უცნაურია ამის დაკარგვაც. ღირებული რაც იყო სახლში ის დატოვებულია, მაგრამ სახლი თქვენც ხედავთ როგორც არის. იქიდან გამომდინბარე, რომ 3 დღის წინ მოხდა ქურდობა და აქ იყო კინოლოგები, პოლიცია და ექსპერტები და ოფიციალურად საქმე იყო აღძრული და ამ დროს ესეთი ამბავი ხდება, ლოგიკურად ეჭვები არის. თან ღირებულს რომ დატოვებ და ყველაფერს გადააბრუნებ, დალეწავ, დაყრი, უთოზე კაბელს მოხსნი და პირად ნივთებს წაიღებ, ლოგიკური ეჭვები არის, დაველოდები პოლიციას",- ამბობს ნატო გოგელია.