სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა რატი ბრეგაძის პროცესზე დაბარებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა

03.02.23 12:51
სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა რატი ბრეგაძის პროცესზე დაბარებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა

სააკაშვილის სასამართლო პროცესი - მოსამართლე გიორგი არევაძემ მესამე პრეზიდენტის  ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის, მეორე შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის სასამართლოში დაბარებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. 

პოლიტიკური თანამდებობის პირი არ შეიძლება, იყოს მოწმე. ის ექსპერტი არ არის და ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის თაობაზე - თქვა არევაძემ.

სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა ასევე პენტიენციურმა სამსახურმა და მოითხოვა სამხარაულის ბიუროს ექსპერტის, ეკა ჩავლეიშვილის, დაკითხვა, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა.