არის შურაცხყოფების კასკადი, მუქარები, მუდმივად მიწევს მედპერსონალის გამხნევება - ნადირაძე სასამართლოზე

03.02.23 13:03
არის შურაცხყოფების კასკადი, მუქარები, მუდმივად მიწევს მედპერსონალის გამხნევება - ნადირაძე სასამართლოზე

"ვივა მედის" დირექტორი ნინო ნადირაძე სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ამბობს, რომ კლინიკის მედპერსონალი წნეხის პირობებში მუშაობს.

ჩვენს მიერ დასმულ დიაგნოზებს მუდმიმ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არის შურაცხყოფების კასკადი. მუდმივად მიწევს მედპერსონალის ფინანსური წახალისება, მათი გამხნევება ასევე მორალურად.
მე მიჩვეული ვარ ბულინგს, მაგრამ მუდმივი წნეხის პირობებში არის ჩემი მედპერსონალი, მათ უგზავნიან შეტყობინენბეს. არის მუქარები. თუ საქმეს ამ მიმართულებით მივცემთ მსვლელობას, შეგვიძლია წარმოვადგინოთ მტკიცებულებები", - თქვა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე.