სააკაშვილის თავისუფლების გასაღები მისი ძალიან ცუდად ყოფნაშია - ნადირაძე

03.02.23 13:19
სააკაშვილის თავისუფლების გასაღები მისი ძალიან ცუდად ყოფნაშია - ნადირაძე

"ვივა მედის" დირექტორი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ტავისუფლების გასაღები მის ცუდად ყოფნაშია, ამიტომაც ნადირაძე სასამართლოზე ჩვენებისა მიცემისას ამბობს, რომ კარგად ესმის მესამე პრეზიდენტის, რადგანაც თავადაც არ იცის, რაზე წავიდოდა თავისუფლებისთვის. 

სააკაშვილთან ავსულვარ ბევრჯერ და ამიხსნია, თუ რამხელა ზიანს აყენებს თავის ჯანმრთლეობას, როდესაც ასეთი კალორაჟის საკვებს იღებს. 
მეც არ ვიცი თავისუფლებაზე რაზე წავალ და რაზე მოვაწერ ხელს. ჩვენ არ ვერევით მისი დაცვის მხარის ქმედებებში. გვინდა რომ ის გამოჯანმრთელდეს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
თავისუფლების გასაღები მისი ძალიან ცუდად ყოფნაშია, ეს გათვითცნობიერებულები ვართ. მაგრამ ჩვენი ვალია რომ მას შესაბამისი მკურნალობა ჩავუტაროთ", - ამბობს ნადირაძე.