ჩვენი პერსონალის შეურაცხყოფის ფაქტზე რეგულირების სააგენტოს მივმართავ - ნინო ნადირაძე

03.02.23 14:05
 ჩვენი პერსონალის შეურაცხყოფის ფაქტზე რეგულირების სააგენტოს მივმართავ - ნინო ნადირაძე

,,ვივა მედის" დირექტორი აპირებს, რეგულირების სააგენტოს კლინიკის პერსონალის ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს, რაც მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან ხორციელდება. ამის შესახებ ნინო ნადირაძემ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.

მისი მთელი გარემოცვის მხრიდან მუდმივად მიდის შეურაცხყოფა. მთავარია, ჯანმრთელობა იყოს კარგად, თორემ რაც უნდა, დაგვაბრალონ. 
სააკაშვილის გარემოცვა კლინიკის პერსონალს მუდმივად აყენებს შეურაცხყოფას. აუცილებლად მივმართავ რეგულირების სააგენტოს, ყველა ფაქტს მივცემ მსვლელობას, თუ რატომ ვიყავით ასეთი შეურაცხყოფის ღირსი ყველა მხრიდან.
- განაცხადა ნინო ნადირაძემ.