სისხლიანი გარჩევა ყვარელში მეზობლებს შორის - დაჭრილია 50 წლამდე კაცი

05.05.21 17:29
სისხლიანი გარჩევა ყვარელში მეზობლებს შორის - დაჭრილია 50 წლამდე კაცი

სისხლიანი გარჩევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით,  50 წლამდე კაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი.  ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, დაჭრილი და თავდამსხმელი ახლო მეგობრები არიან. 

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას გადაუდებელი ქირურგიულ ოპერაცია უტარდება. 
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.