სააკაშვილისთვის დიაზეპამის მიცემაზე ექიმმა თამარ დავარაშვილმა დატუქსვა მიიღო ჩემგან - ნადირაძე

03.02.23 14:36
სააკაშვილისთვის დიაზეპამის მიცემაზე ექიმმა თამარ დავარაშვილმა დატუქსვა მიიღო ჩემგან - ნადირაძე

რა საჭირო გახდა 2 თვის განმავლობაში ,,დიაზეპამით" მკურნალობა? - ეს კითხვა დაუსვა მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე ნინო ნადირაძეს. რაზეც "ვივა მედის" დირექტორმა უთხრა, რომ ამის გამო მესამე პრეზიდენტის მკურნალმმა ექიმმა მისგან დატუქსვა მიიღო. 

 

არ უნდოდა, რომ სასამართლო პროცესი ჩატარებულიყო პალატაში და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო დიაზეპამის ფონი. ამაზე ჩემგან დატუქსვა ქალბატონმა თამარ დავარაშვილმა მიიღო. კატეგორიულად, ისტერიულად ითხოვდა დიაზეპამის გაკეთებას და ნელ-ნელა კლებითი დოზით ჩამოვიყვანე. ამას თქვენი ადვოკატები ითხოვდნენ კატეგორიულად. გაუკეთეთ დიაზეპამი", - თქვა ნადირაძემ.