8 წლის ბიჭი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძამ გააუპატიურა, შშმ პირია - ახალი დეტალები
8 წლის ბიჭი, შიდა ქართლიდან, რომელიც, სავარაუდოდ, საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდიაა. ძალადობის მსხვერპლმა მოსწავლემ შემზარავი ამბის შესახებ პირველად სკოლის მანდატურს უამბო, მანდატურმა კი პოლიციას შეატყობინაა.
"პირველებთან" საუბარშიი, მოზარდის დედა ამბობს, რომ შვილის ნაამბობის არ სჯერა და საკუთარი ძმის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
ბავშვი კარგად არის ყველაფრით, მაგრამ სხვას ვერაფერს გეტყვით. ფსიქოლოგები არ ყოფილან და არავინ დაინტერესებულა. ჩემი ძმა ხშირად მოდიოდა ხოლმე, არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია. ექსპერტიზა ჩაუტარდა და არ ვიცი რა დაუდგინდა, - ამბობს ბავშვის დედა.
ის, რომ მშობლების მომხდარს უარყოფენ, სკოლაშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ინფორმაცია პოლიციას მაინც გადასცეს.
ძალიან თავისებური ბავშვია. მანდატური ხშირად გამოელაპარაკება, ეთამაშება, ყველანაირად ეფერება ამ ბავშვს, ერთ დღესაც ასეთი ამბავი მოუყვა, ეს იყო 31 იანვარს. მოყვა ასეთი ამბავი და, რა თქმა უნდა მანდატურმა დამიძახა. ამბავი ბიძის ძალადობის შესახებ, რომ ბიძამ იძალადა მასზე. არ უთქვამს, არ ულაპარაკია, უბრალოდ თქვა, რომ ღამე ასე მოხდა და ბიძამ ასე იმოქმედა. მაშინვე მშობელი გამოვიძახეთ, რადგან მშობლისგანაც ამ ამბის სრული უარყოფა იყო და არ აცნობეს პოლიციას, ჩვენ მაინც არ დავმალეთ ფაქტი და გავამხილეთ. ბავშვი არ დადის სკოლაში ხან ექსპერტიზაზე მიჰყავთ, ხან სად, -ამბობს სკოლის პედაგოგი.
მომხდარით აღშფოთებულები არიან მეზობლებიც.
ეგეთ კაცს რა უნდა უბანში? დღეს თავისი დისშვილი არ დაინდო? ჩემს შვილებს და შვილიშვილებს დაინდობს მარტო რომ დაიჭიროს? როგორ შეიძლება ეგეთი რამე, დაუშვებელია, - ამბობს მეზობელი.
ახლაგაზრდა კაცი, რომელსაც დისშვილის გაუპატიურებას ედავებიან, უკვე დაკავებულია. გორის რაიონულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.