ნინო ნადირაძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს კახექსიის დიაგნოზი აქვს
კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტს კახექსიის დიაგნოზი აქვს.
"კახექსია ჩვენ გამოვიტანეთ, მაგრამ ეს არ არის მძიმე ფორმა. ეს არის კვების შედეგად განვითრებული, რომ არ იღებს საჭირო კალორაჟით საკვებს. თუმცა მას არ აქვს მალაბსორბცია და საკვები ნივთიერებების შეწოვის პრობლემა. დემენცია ჩვენ არ გამოგვიტანია. კახექსია ბოლოს, მასის ინდექსის კლებასთან ერთად გამოვიტანეთ. რადგან რაღაც პერიოდში მასის ინდექსის კლება მკვეთრად მოხდა, იმიტომ. დაგვთანხმდეს კვებაზე, კვებითი დანამატების მიღებაზე, შესაბამის მკურნალობაზე და დაინახავთ როგორ იქნება", - თქვა ნადირაძემ.